პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიის 6:1 დამარცხებას და 1/4-ფინალში გასვლას დაუჯერებელი უწოდა.
„პორტუგალიისთვის დაუჯერებელი დღეა, ისტორიული შედეგით მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს შეჯიბრებაში. საუცხოო გამოსვლა, სავსე ახალგაზრდობით და ტალანტებით. ჩვენ გუნდს უნდა მივულოცოთ. წინ პორტუგალია“- დაწერა რონალდუმ თავის ინსტაგრამის გვერდზე.
პორტუგალიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მესამედ გავიდა და 10 დეკემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.




