პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან (6;1) მოგებული მატჩის საღამო კარგი იყო, მაგრამ არაიდეალური.
„არაიდეალური, მაგრამ კარგი საღამოა. ჩვენ საუცხოო მატჩი ჩავატარეთ. ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა და მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია მომეწონა. პორტუგალიამ იცოდა შვეიცარიის ტაქტიკისთვის რა დაეპირისპირებინა. ბურთს ვაკონტროლებდით და დაკარგვის შემთხვევაში სწრაფად ვიბრუნებდით. გარდა ამისა, ორგანიზებულა ვმოქმედებდით და მეტოქეს თავისუფალ სივრცეს არ ვუტოვებდით. ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. თუმცა, ეს საშიშია არაფერია და უნდა მოვუმატოთ. მოთამაშეები ციდან მიწაზე უნდა დაეშვან, რადგან შემდეგი თამაში ოთხ დღეში გვაქვს.
შემადგენლობაში ცვლილება? ეს თამაშის სტრატეგია იყო, რადგან ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. მე ასევე სასტარტოში დალო და რაფაელ გერეირუ დავაყენა, თუმცა კანსელუც საუცხოო მოთამაშეა. ეს სწორედ ისაა, რაც ჩემი აზრით შვეიცარიასთან გვჭირდებოდა.
ფერნანდუ სანტუშს ნაკრების კაპიტან რონალდუსთან პრობლემა არ აქვს. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმეგობრობთ. მოთამაშეები გადაწყვეტილებას იღებენ და ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და მან საუცხოოდ მაგალითი მოგვცა როგორც დიადმა კაპიტანმა.
მაროკოს ნაკრებს რაც ეხება, მახსოვს ამ გუნდმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე პრობლემები საკმაოდ შეგვიქმნა“ – იუწყება სანტუშის ნათქვამს პორტუგალიური მედია.
პორტუგალიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მესამედ გავიდა და 10 დეკემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.





