კილიან მბაპე: „აქ ტურნირის მოსაგებად ჩამოვედი და არა „ოქროს ბუცის“

0
83

კილიან მბაპესთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში ერთადერთი მიზანი ოქროს მედლების მოგებაა და არა „ოქროს ბუცის“. მან ამის შესახებ მუნდიალზე პოლონეთთან (3:1) მატჩში გამარჯვების მერე განაცხადა, სადაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა,
„ჩემთვის ერთადერთი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. აქ ტურნირის მოსაგებად ჩამოვედი და არა „ოქროს ბუცის“. თუ „ოქროს ბუცს“ მოვიგებ ცხადია ბედნიერი ვიქნები, მაგრამ გუნდი უმთავრესია. 1/4-ფინალში გასვლა მიხარია. გოლები მნიშვნელოვან მომენტებში გავიტანეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ, რაც აღმაფრთოვანებს“ – იუწყება გამოცემა Mirror მბაპეს ნათქვამს, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.