ლუის ენრიკე: „საზეიმო არაფერი გვაქვს, უბრალოდ გადაგვიარეს“

0
39

ესპანელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, 1/8-ფინალში გასვლის მიუხედავად თავისი გუნდის თამაშით ბედნიერი არაა. მან ამის შესახებ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იაპონიასთან (1:2) მარცხის შემდეგ განაცხადა.
„გაბრაზებული ვარ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მსურდა. დღევანდელი დღე ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს. საზეიმო არაფერი მაქვს. დიახ, პლეი-ოფში გავედით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ საზეიმო არაფერია.
როგორ უნდა ავხსნა ის ფაქტი, რომ იაპონიასთან 80 წუთი ვდომინირებდით და 1:2 წავაგეთ. როდესაც იაპონია ჩაჯდა და თავს იცავდა, კარგად გავუმკლავდით და პრობლემებს თავი ავარიდეთ. თუმცა, კოლაფსს როგორ გავუმკლავდეთ? რთულია.
არაფერი არ ხდებოდა და უცებ 5 წუთის განმავლობაში სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დავკარგეთ და პანიკაშიც კი ჩავვარდით. იაპონიას კიდევ ორი გოლის გატანა რომ სდომოდა, ამას ნამდვილად გააკეთებდა.
ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ისეთ გუნდს როგორიც იაპონიაა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, მოხდა ის რაც მოხდა. ჩვენ უბრალოდ გადაგვიარეს. ვეცადეთ რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ იაპონია ჯგუფიდან პირველი ადგილით დამსახურებულად გავიდა. ჩვენ კი…“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს ესპანური მედია.