ლიონელ მესი: „პენალტი რომ ვერ გავიტანე გაბრაზებული ვარ“

0
76

არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი პოლონელებთან (2:0) ვერგატანილმა პენალტმა გააბრაზა, მაგრამ მიაჩნია, რომ ამის შემდეგ მისი გუნდი კიდევ უფრო კარგად ათამაშდა.
„პენალტი რომ ვერ გავიტანე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ჩემი შეცდომის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა. ვიცოდით, რომ ანგარიშის გახსნის შემდეგ მატჩის სცენარი შეიცვლებოდა.
ავსტრალიის წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდება. შანსი თანაბარია, რადგან ამ ჩემპიონატში ნებისმიერ გუნდს მეორეს დამარცხება შეუძლია. მომავალი შეხვედრისთვის რაც შესაძლოა უკეთესად უნდა მოვემზადოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ.
სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მატჩიდან მატჩამდე მოვემზადოთ. ახლა ახალი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. იმედია, საქმის კეთებას ისე გავაგრძელებთ, როგორც დღეს“ – იუწყება მესის ნათქვამს არგენტინის ნაკრების ტვიტერის გვერდი.
მესიმ მუნდიალზე 22-ედ ითამაშა და არგენტინელებს შორის რეკორდსმენია – დიეგო მარადონას მიღწევა გააუმჯობესა. ის მხოლოდ ლოთარ მათეუსს (გერმანია, 25), მიროსლავ კლოზესს (გერმანია, 24) და პაოლო მალდინის (იტალია, 23) ჩამორჩება.
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 2 პენალტი ვერ გაიტანა. პირველი განელის ასამოა გიანია – მან 2-ჯერ თერთმეტმეტრიანი  სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ჩატარებულ მუნდიალზე ვერ გამოიყენა.
არგენტინა მსოფლიო პირველობის 1/8-ფინალში ავსტრალიას შეხვდება.