მუნდიალის პირველი 1/8-ფინალისტები: ინგლისი სენეგალს შეხვდება, ნიდერლანდები აშშ-ს

0
28
England's Marcus Rashford celebrates after scoring the opening goal during the World Cup group B soccer match between England and Wales, at the Ahmad Bin Ali Stadium in Al Rayyan , Qatar, Tuesday, Nov. 29, 2022. (AP Photo/Frank Augstein)

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 1/4-ფინალის პირველი წყვილები გაირკვა.
B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ინგლისი უელსს შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ, 50-ე წუთზე ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც მიმდინარე მუნდიალზე გოლი ჯარიმიდან გაიტანა. ამასთანავე, 1966 წლის მერე რაშფორდი “მანჩესსტერ იუნაიტედის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ბურთი გაიტანა. ინგლისში გამართულ ტურნირში თავი ლეგენდარულმა ბობი ჩარლტონმა გამოიჩინა.
ერთ წუთში ჰარი კეინმა მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა მეტოქის შორეულ ძელთან მყოფ ფილ ფოდენს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი უელსელთა კარი მეორედ აიღო. 68-ე წუთზე რაშფორდმა თავისი სოლო რეიდი დუბლით დააგვირგვინა – 3:0. მან გოლები ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაცვლილ თავის მეგობარს მიუძღვნა. ინგლისმა B ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, რაც 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილები 1/4-ფინალში სენეგალს შეხვდებიან. კეინი 2002 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე 3 საგოლე პასი გააკეთა. მაშინ, ეს დევიდ ბექჰემმა მოახერხა.
ირანს 1/4-ფინალში გასასვლელად აშშ-სთან მატჩის ფრედ დასრულებაც ჰყოფნიდა, მაგრამ აზიელებმა შეხვედრა აშკარად ჩააგდეს და ამერიკელთა მომდევნო ეტაპზე გასვლა გასაკვირი არაა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე გავიდა, როდესაც აშშ-ს კარგი კომბინაცია დესტის ირანელთა საჯარიმოში გადაცემით პულიშიჩის გოლით დასრულდა. აშშ 1/8-ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და ნიდერლანდებს შეხვდება. ირანი ბოლო 6 ცდიდან პლეი-ოფში ვერცერთხელ მოხვდა.
ცნობისთვის, პულიშიჩი, რომელიც პირველი ტაიმის მერე მუცლის ტრავმის გამო შეცვალეს, თამაშის სემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.