ჰანსი ფლიკი: „მოედანზე მეომრები გავიდნენ, რომელთაც თავი არ დაუზოგავთ“

0
70

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ჯგუფში ესპანეთთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, თავისი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
„გუნდმა უშიშრად იბრძოლა. თუმცა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ გუნდი ვართ. თუნდაც გვერდიდან სხვანაირად ჩანდეს ერთნი ვართ. გუნდმა კოლოსალურ შედეგს მიაღწია და ამით ვამაყობ. მოედანზე მეომრები გავიდნენ, რომელთაც თავი არ დაუზოგავთ. ამ იმპულს თუ შევინარჩუნებთ და საკუთარ ძალას მეტად ვირწმუნებთ. ბევრს შევძლებთ.
შანსი გქვონდა, რომ ანგარიში 2:1 ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციაზე კიდევ უნდა ვიმუშავოთ. თუმცა, ეს თავდაჯერებით მოდის. ახ;ა კოსტა რიკასთან მატჩისთვის მოვემზადებით. გაშვებულ გოლზე ჩემი გუნდის რეაქციით ვამაყობ. მენტალიტეტის ეს სწორედ ისაა, რის დემონსტრირებას განვლილ შეხვედრაში ვაპირებდით. ტოპ-გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ. კარგი პასუხი გავეცით, მაგრამ ჯერ ამისგან სარგებელი არ მიგვიღია. ჯგუფში ოთხი ქულის აღება გვჭირდება. თუ ამ იმპულს და კონცენტრაციას მომდევნო შეხვედრაში შევინარჩუნებთ, მაშინ ბევრს შევძლებთ“ – ციტირებს ფლიკს Sport1.de.