კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებელი სტარტი აიღო.
G ჯგუფის მე-2 შეხვედრაში ტიტეს გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ ძლიერ სერბეთს შეხვდა და 2:0 აჯობა. ბრაზილიელები ორი ტაიმი დომინირებდნენ და ყველა შექმნილი საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინათ გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდნენ, მატჩის მშვენება რიშარლისონის გოლი იყო. რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ჯერჯერობით საუკეთესოა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 62-ე წუთზე ბრაზილიელთა შეტევა ნეიმარმა დაიწყო, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში გვერდი ორ სერბს აუარა, ხოლო ვინისიუსის დარტყმული ბალკანელების მეკარემ მოიგერია, მაგრამ რიშარლისონმა ზუსტად დაამატა – 1:0.
73-ე წუთზე ვინისიუსსმა მარცხენა ფლანგიდან გარე ტერფით მოჭრილი პასი მისცა რიშარლისონს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, შემდეგ კი ულამაზეი „მაკრატელათი“ გაიტანა – 2:0. მან კარიერაში თავის სადებიუტო მუნდიალზე დუბლი მიითვალა. მე-80 წუთზე ნეიმარს სერბი მცველი ეუხეშა და ბრაზილიელმა მოედანი მარჯვენა ფეხის კოჭის ტრავმის გამო დატოვა. განვლილ მატჩში ბრაზილიელებმა ორჯერ ბურთი ძელს მოახვედრეს – პირველ ტაიმში ალექს სანდროს ძლიერი დარტყმის შემდეგ სერბები გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა გადაარჩინა, მეორეშსი კი კაზემირო ოსტატური დარტყმით გატანას ეცადა და ამჯერად, ბურთი ხარიხას შეეხო.
ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი თამაში ზედიზედ მეცხრამეტედ არ წააგო.
ამ ჯგუფის პირველ მატჩში შვეიცარიამ ემბოლოს მიერ 48-ე წუთზე გატანილი გოლით კამერუნს 1:0 აჯობა.




