ბურჯანაძის სამქულიანი დებიუტი იტალიაში

0
38

იტალიის სერია A-ში ბექა ბურჯანაძის დებიუტი. ქართველი ფორვარდის გუნდმა “რეჯიო ემილიამ” “ვერონას” უმასპინძლა და 5 ქულით – 65:70 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 10 ქუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან ერთი გამოიყენა.
2 მოგებითა და 5 მარცხით “რეჯიო ემილია” ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ბურჯანაძის გუნდი ბოლოადგილოსან “სკაფატის” დაუპირისპირდება.