კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ბარსელონადან“ ითამაშებს. ეს მას მერე გაცხადდა, რაც ტრავმირებული ხოსე გაიას ნაცვლად ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი ლუის ენრიკემ კატალონიური კლუბიდან ალექს ბალდეს უხმობს. შედეგად, „ბარსელონას“ 17 მოთამაშე მუნდიალის 8 ნაკრების ღირსებას დაიცავს. მანამდე, მსოფლიო პირველობების ისტორიაში ერთ კლუბს ამდენი ფეხბურთელი ფინალურ ეტაპზე არასოდეს ჰყოლია.
ნაკრებების განაცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მიუნხენის „ბაიერნი“ იყო. თუმცა, მიუნხენელთა შემტევი ნახევარმცველი სადიო მანე ტრავმის გამო სენეგლას ვერ დაეხმარება და ამიტომ, ბავარიელთა წარმომადგენლობა მუნდიალზე 16 კაცამადე შემცირდა, რაც მიუნხენელების მიერ ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა.
ბალდეს გამოძახების მერე ესპნეთის ნაკრებში უკვე „ბარსას“ 8 ფეხბურთელია: ერიკ გარსია, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი. პედრი, გავი, ფერან ტორესი, ანსუ ფატი და ალექს ბალდე.
„ფურია როხაში“ „ბარსელონადან“ ყველაზე მეტ ფეხბურთელს აშშ-ში 1994 წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში უთამაშია – 9.





