საბა საზონოვი: „ეროვნულ ნაკრებში მიწვევა დიდი სტიმულია“

0
25

საბა საზონოვისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი სტიმული. მან ამის შესახებ დღეს მაროკოსთან სტუმრად გასამართ მატჩამდე Metaratings-თან ისაუბრა.
„სასიხარულო ამბავია, რადგან წინა სანაკრებო ფანჯრის დროს საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში პირველად მოვხვდი. ბუნებრივია, 20 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში მიწვევა დიდი სტიმულია, რათა წინსვლა და პროგრესი გავაგრძელო. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედს გავამართლებ. მომილოცა თუ არა ვალერი კარპინმა? მასთან ურთიერთობა არ მქონია“ – აღნიშნა მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა.
მიმდინარე სეზონში საზონოვმა „დინამოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 17 მატჩი ჩაატარა – 14 ჩემპიონატში, ხოლო სამი თასზე. მან გასულ სეზონში მოსკოველებთან ერთად რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო და თასის ფინალში ითამაშა.
ეროვნულ ნაკრებში მიწვევამდე საზონოვმა საქართველოს 21-წლამდელთა გუნდში პორტუგალიასთან (1:4) და თურქეთთან (0:1) ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა.