„რივერ პლეიტის“ მთავარ მწვრთნელად მარტინ დემიკელისი დანიშნეს. არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ბუენის აირესელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
მანამდე, 41 წლის დემიკელისს პირველი გუნდის თავკაცად არასოდეს უმუშავია. ის კარიერის დასრულების შემდეგ 2019-2021 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ 19-წლამდელებს ავარჯიშებდა, ხოლო 2021 წლიდან „ბაიერმი 2“-ში მუშაობდა.
ცნობისთვის, დემიკელისის საფეხბურთო კარიერაში „რივერ პლეიტი“ პირველი პროფესიონალური გუნდი იყო, სადაც 1998-2003 წლებში თამაშობდა.
მან „რივერ პლეიტში“ მარსელო გალიარდო შეცვალა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობდა და გუნდს არგენტინის ჩემპიონატი ერთხელ, თასი 2-ჯერ, სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო კოპა ლიბერტადორესი 2-ჯერ მოაგებინა.





