არგენტინის ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის აზრით, მისი გუნდი კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი არაა, რადგან მომავალ ტურნირში ისეთი გუნდები თამაშობენ როგორიც საფრანგეთის და ბრაზილიაა.
„ნებისმიერი მეტოქე ასე თუ ისე რთულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ ნაკრებებს ხშირად არ შევხვედრივათ. თუმცა ჩვენთან თამაში არც მათ სიამოვნებთ. ევროპულ ნაკრებებს სამხრეთ ამერიკელებთან დაპირისპირება უჭირთ. ჩემი აზრით კატარში კარგ დროს ჩამოვედით, თუმცა, ყურადღება არ უნდა მოვაქციოთ ხალხის გაუზრებელ საუბარს და საკუთარი თავი წინასწარ ჩემპიონებად მივიჩნიოთ. აუცილებელია, რომ ტურნირზე წარმატებისკენ ნაბიჯ ნაბიჯ ვიაროთ.
საფრანგეთის ნაკრები? ეს გუნდი მართლაც საშიშია თავისი შემადგენლობიდან და მწვრთნელიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ ბალანსი არ ჰყოფნის, თუმცა ნეიმარი ჰყავს. ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა რთულია მოთამაშის მოძებნა, რომელიც გამოირჩევა, რადგან ბავშვობიდან გარკვეულ ჩარჩოებში გსვამენ. ფეხბურთში სულ უფრო მეტი ტაქტიკაა და ნებისმიერ გუნდს შეუძლია მეტოქის პრობლემები შეუქმნას, თუნდაც გამორჩეული მოთამაშეები არ ჰყავდეს “ – ციტირებს 35 წლის ფეხბურთელს Mundo Deportivo.




