ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჰარი კეინის განცხადებით, კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მიემგზავრებიან.
„მე მახსენდება ინგლისის ნაკრების 10-15 წლის წინ და მაშინ თითქოს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, რომ გვეშინოდა თქმა – დიდი ტურნირის მოგება გვსურს!. მიმაჩნია, გარეთ საუთგეიტის მუშაობის პერიოდში გადადგმული დიდი ნაბიჯი ისაა, რომ ამის შესახებ საუბარი უკვე აღარ გვეშინია.
ამ ტურნირზე იმისთვის მივდივართ, რომ მოვიგოთ, რადგან გვჯერა ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. სხვაგვარად ფიქრი არსწორი იქნებოდა. რა აზრი აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას იმ შემთხვევაში თუ არ გჯერა, რომ სახლში ჯილდოთი დაბრუნება შეგიძლია? ეს რთული იქნება და ბევრი უნდა ვიმუშაოვოთ, ცოტა იღბალიც გვჭირდება, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ“ – ციტირებს კეინს Sky Sports.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ინგლისი B ჯგუფში აშშ-ს, უელსსა და ირანს დაუპირისპირდება.




