საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიასთან საშინაო მატჩში (84:85) ბოლო წამზე ვერჩაგდებულ ბურთზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
თორნიკე შენგელია: “ასეთი მარცხის შემდეგ ლაპარაკი რთულია. მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით, ვიდრე ორქულიანის, დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელებმა დაგვავალეს… ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, მათ შორის, პირველ ყოვლისა მე. ვიბრძოლეთ, მაგრამ რაც ბოლო წამზე მოხდა, თქვენც ნახეთ, რაზეც მთელ პასუხისმგელობას საკუთარ თავზე ვიღებ. თუმცა, ამით არაფერი დასრულებილა. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა”.




