ილიას ზუროსი: “წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ”

0
60

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში იტალიასთან მარცხზე (84:85) პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ილიას ზუროსი : “მარცხის მიუხედავად, პირველ ყოვლისა მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ.
ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია. იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს”.