ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში მეორედ ვერ მოხვდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში „ბორდომ“ „პო“ მიიღო და ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც მასპინძლები 23-ე წუთზე გაშვებული გოლის მერე მარცხდებოდნენ. „ბორდომ“ ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა.
ჟირონდელებს 28 ქულა აქვთ და 20-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერ „ლე ავრს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.





