ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვერც მიმდინარე წლის ბოლო მატჩში „უდინეზესთან“ დაეხმარება. მიზეზი ზურგის ტკივილია, რომლის გამო საქართველოს ნაკრების 21 წლის გარემარბი სერია A-ში ზედიზედ მესამე შეხვედრას გამოტოვებს.
კვარაცხელია, რომ „უდინეზესთან“ არ იქნება, ეს ინფორმაცია „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ხვიჩა „უდინეზესთან“ არ იქნება.. ის კუნთების დაძაბვის დროს ტკივილს ისევ გრძნობს“.
კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლუ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში 17 ჯერ ითამაშა და 8 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეეთა, პლუს 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





