ლოჩოშვილი შესვენებაზე მარცხით წავიდა

0
14

ლუკა ლოჩოშვილმა მიკროტრავმა მოირჩინა და „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა. იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში კრემონელები სტუმრად „ემპოლის“ შეხვდნენ და ზედიზედ 3 მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, ამჯერად დამარცხდნენ. მასპინძლებიდან ანგარიში 46-ე წუთზე კამბიაჯიმ გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე პარიზიმ მეორე გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი 78-ე წუთზე შეცვალეს. „კრემონეზეს“ ჯერ თამაში არ მოუგია და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა. კრემონელები მომდევნო მატჩს 4 იანვარს შინ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებენ. 24 წლის ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი სასტარტოში ითამაშა.