„ანკარაგუჯუმ“, სადაც გიორგი ბერიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ტრაბზონსფორი“ მიიღო და ქულა აიღო.
დიდი ხნის პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა ბერიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 66-ე წუთზე შეცვალეს. ტრაბზონელები 70- ე წუთზე მაკედონიელმა ენეს ბარდიმ დააწინაურა, ხოლო 74-ე წუთზე ჯიგერჯიმ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა.
„ანკარუგუჯუს“ 13 ქულა აქვს და 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა. 25 წლის ბერიძემ, რომელიც ანკარელთა გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს, 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.





