„საუთჰემპტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. მიმდინარე კვირაში დათხოვნილი რალფ ჰაზენჰუტლი 49 წლის უელსელმა ნათან ჯონსმა შეცვალა, რომელმაც კლუბთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სამწვრთნელო შტაბში კრის კოენი და ალან შიხანი შევლენ.
ნათან ჯონსი 2020-2022 წლების განმავლობაში „ლუტონს“ თავკაცობდა. ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე „სტოკ სიტის“ ხელმძღვანელობდა.
„საუთჰემპტონმა“ მიმდინარე სეზონში 12 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილზეა. ჯონსი დებიუტი 12 ნოემბერს „ლივერპულთან“ შეხვედრაში შედგება.





