მარკო როისი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 33 წლის შემტევი ნახევარმცველი მომავალ მუნდიალზე კოჭის მყესების დაზიანების გამო ვერ ითამაშებს.
მან ტრავმა სექტემბერში „შალკესთან“ მატჩში მიიღო. მართალია, ოქტომბერში მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ „უნიონთან“ შეხვედრის შემდეგ ფეხი ისევ ატკივდა. 5 ნოემბერს როისმ „ბოხუმთან“ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ კოჭმა კვკავ შეაწუხა.
ცნობისთვის, მან ტრავმის მიზეზით მსოფლიო 2014 წლსი და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, ხოლო ევრო-2020-ზე გამგზავრებაზე თავი შეიკავა და ამის მიზეზად გადაღლა დაასახელა.
როისის მაგივრად გერმანიის ნაკრებთან ერთად კატარში დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი იუსუფ მუკოკო გაემგზავრება.
