ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით. სენეგალის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სადიო მანე კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.
მიუნხენის „ბაიერნის“ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი გუშინ ბუნდესლიგაში „ვერდერთან“ (6:1) მოგებული მატჩის მე-15 წუთზე შეცვალეს.
L’Equipe იუწყება, რომ მანემ აქილევსის მყესი დაიზიანა და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სენეგალელებს მომავალ მუნდიალზე ლიდერი დააკლდებათ.




