კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
40

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ. ამ ეტაპზე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილზე გასული გუნდები ევროპა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებს შეხვდებიან.
წყვილებში გამარჯვებულები 1/8-ფინალში კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულებს შეუერთდებიან.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“ყარაბაღი” (აგდამი) – “გენტი” 
“ტრაბზონსფორი” – “ბაზელი”
“ლაციო” (რომი) – “კლუჟი”
“ბოდო/გლიმტი” – “ლეხი” (პოზნანი)
“ბრაგა” – “ფიორენტინა” (ფლორენცია)
აეკ (ლარნაკა) – “დნიპრო 1”
“შერიფი” (ტირასპოლი) – “პარტიზანი” (ბელგრადი)
“ლუდოგორეცი” – “ანდერლეხტი” 
1/16-ფინალის პირველი შეხვედრები 16 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 23 თებერვალს. კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა 24 თებერვალს შედგება.
კენჭისყრას უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად კენჭისყრას ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვლადიმირ შმიცერი უძღვებოდა, რომელიც 2023 წლის 7 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გასამართი კონფერენს ლიგის ფინალის ელჩია.