ლოჩოშვილის გუნდმა ქულა გადაარჩინა

0
29

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ფრედ მე-6 მატჩი დაასრულა. ამჯერად ვერ ვიტყვით, რომ კრემონელებმა ქულები დაკარგეს, რადგან მარცხისგან ბოლო წუთებში გადარჩნენ.
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად “სალერნიტანასთან” გამართული შეხვედრის მე-3 წუთზე მარჯვენა ფრთიდან კანდრევას ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა მეკარემ კარნეზეჩიმ ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია და კშიშტოფ პიონტეკმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მე-12 წუთზე ოკერეკემ „სალერნიტანას“ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
38-ე წუთზე ლასანა კულიბალი მარჯვენა ფრთაზე გაექცა ლუკა ლოჩოშვილს და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიან კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც კარნეჩეზის ფეხებს შორის გაუძვრა.
87-ე წუთზე ჩიოფანის დარტყმული პენლატი სეპემ მოიგერია და კასტანიეტიმ ზუსტად დაამატა. თუმცა, მსაჯმა მანამდე მცველის მიერ კასტანიეტეზე წესის დარღვევა დააფიქსირა და ისევ თერთმეტმეტრიანი დადო. პენალტის ნიშნულთან ისევ ჩიოფანიმ მივიდა და სეპემ ბურთი კვლავ უკუაგდო, მაგრამ იმავე ჩიოფანიმ მეორე დარტყმით გაიტანა.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „კრემონეზე“ მოუგებლად და 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.