ლოპეტეგი „ვულვერჰემპტონს“ გაწვრთნის

0
35

ხულენ ლოპეტეგი „ვულვერჰემპტონის“ მთავარ მწვრთნელად ხულენ ლოპეტეგი დანიშნეს. ამის შესახება ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ესპანელი სპეციალისტი ბოლო 3 წლის განმავლობაში „სევილიას“ ავარჯიშებდა, რომელსაც ევროპა ლიგა მოაგებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს.
„ვულვზი“ ახალ თავკაცს მას მერე ეძებდა, რაც პორტუგალიელი ბრუნუ ლაჟე გაუშვეს. ბოლო დრომდე გუნდს სტივ დევისი წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში „ვულვერჰემპტონმა“ 13 ტურში 10 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.