ბერიძის ქულა სტუმრად

0
17

„ანკარაგუჯუ“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია სამამდე გაზარდა.
ნე-13 ტურში ანკარელები სტუმრად „ქასიმფაშას“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 58-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში კოიტამ გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჩაციგიოვანისმა გაიტანა. „ანკარაგუჯუმ“ ბოლო 3 შეხვედრიდან 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ანკარელებს 12 ქულა აქვთ და 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან.
25 წლის ბერიძემ, რომელიც გუნდს სეზონის წინ შეუერთდა 12 მატჩში (ყველა სასტარტოში) ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
“უმრანისფორმა” შინ “ანთალიასფორს” 3:1 სძლია. გამარჯვებულების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე არ იყო.