“სელტაში” მთავარი მწვრთნელი შეიცვალა

0
16

ვიგოს “სელტას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინელი ედუარდო კოუდეტი პორტუგალიელმა კარლუშ კარვალიალმა შეიცვალა, რომელმაც კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.
კოუდეტი გუნდს 2020 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა. მისი გაშვება გასაკვირი არაა, რადგან ლა ლიგაში ჩატარებულ 12 ტურში “სელტამ” 11 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
56 წლის პორტუგალიელი ბოლოს საუდის არაბეთის “ალ ვაჰდას” ავარჯიშებდა. მას კარიერის განმავლობაში პორტუგალიის “ბრაგა” და “სპორტინგი”, თურქეთის “ბეშიქთაში” და “ბაშაქშეჰირი”, ინგლისის “შეფილდ უენსდეი”, ასევე უელსის “სუონსი” გაუწვრთნია.