მიქაუტაძემ გოლის გემო თასზე გაიხსენა

0
31

გიორგი მიქაუტაძემ საკმაოდ დიდი ხნის პაუზის შემდეგ „მეცის“ მაისურით გოლი გაიტანა. საფრანგეთის თასის 1/128-ფინალში მისმა გუნდმა სტუმრად „რაონი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ფორვარდისთვის განვლილ მატჩი შედეგიანი აღმოჩნდა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მიქაუტაძემ 34-ე წუთზე პასი არ დაუგვიანა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ მუსაბას, რომელმაც ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და საჯარიმოში მყოფმა მიქაუტაძემ ცრუ მოძრაობით „რაონის“ მოთამაშე ჩამოიცილა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა. მან 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 4 გოლი გაიტანა. თასზე „რაონთან“ შეხვედრამდე, მან თავი ბოლოს 30 აგვისტოს გამოიჩინა.