დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი მე-3 გოლი გაიტანა, რომელმაც „საბაჰს“ სამი ქულა მოუტანა.
მე-12 ტურში „საბაჰმა“ „გაბალა“ მიიღო და ვოლკოვი, რომელმაც სასტარტოში ადგილი დაკარგა, თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 2:1.
გასული სეზონისგან განსხვავებით ახალ გუნდში ვოლკოვის შედეგიანობა აშკარად გაუარესდა – 12 მატჩში თავი მხოლოდ 3-ჯერ გამოიჩინა.





