კაშია დაასვენეს, ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა

0
41

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ აუტსაიდერი „ლიპტოვსკი მიკულაში“ 1:0 დაამარცხა და ამჯერად, მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი ლეგიონერი მოხვდა.
საქმე ისაა, რომ „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება სტუმრად ლიეტუვას „ჟალგირისთან“ და ამიტომ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაასვენა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ჯაბა კანკავა ისევე როგორც კონფერენს ლიგის მე-5 ტურში შინ „პიუნიკთან“ მოგებულ შეხვედრაში განაცხადში ამჯერადაც არ იყო.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.