ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მას მერე, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიელებს „ფეინოორდთან“ მოაგებინა, ამჯერად შიდა ჩემპიონატში „რიდთან“ გაამარჯვებინა.
კიტეიშვილმა გრაცელები სათამაშოდ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2:1. მან ბოლო 5 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.





