საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ჯგუფის მეორე შეხვედრაში გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილები ინგლისელ თანატოლებს დაუპიირსპირდნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.
ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში თამაშის ხასიათს სრულებით ასახავს, რადგან ინგლისელები ჯგუფის მასპინძლებს ერთი თავით აღემატებოდნენ.
შეხვედრის მე-3 წუთზე გოლდინგმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და პასი დიბლინგს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური გაითამაშა, რასაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება მოჰყვა და ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში საბა გეგუჩაძე წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა გაიტანა – 1:1.
მე-9 წუთზე ლუის-სკელი მოედნის ცენტრში რამდენიმე ქართველ მოთამაშეს გაცდა და დასარტყმელ პოზიციაზე საჯარმოში გახსნილი ნიუანერი გაიყვანა, რომელმაც ინგლისელები ისევ დააწინაურა 2:1. 28-ე წუთზე გოლდინგმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარინოში ჩააწოდა და მასპინძელთა ფეხბურთელის თავიდან ბურთი მორგანს მიუვიდა, რომელმაც ის ერთი შეხებით გაისწორა, ხოლო შემდეგ ვარდნაში ლამაზი გოლი გაიტანა,
პირველი ტაიმის მიწურულს ლუის-სკელი რეიდი მოედნის შუაგულიდან დაიწყო და გზად ფაქტობრივად ნახევარი საქართველოს ნაკრები მოატყუა, რასაც ზუსტი დარტყმაც მიაყოლა – 4:1.
58-ე წუთზე, ინგლისელთა შეტევის დროს მორგანმა ახლო მანძილიდან გაიტანა – 5:1. 61-ე გია გრიგალავამ კუთხური ჩააწოდა და ალექსანდრე ამისულაშვილმა თავით მეტოქის კარი აიღო. მატჩის მიწურულს ობრავადეოს პასის მერე დიბლინგმა საბოლოო წერტილი დასვა – 6:2.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელმა ლიეტუვას ვერ მოუგო – 1:1.
ინგლისი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ისრაელი 4 ქულით მეორე, ლიტვა ერთი ქულით მესამე, ხოლო უქულო საქართველო ბოლოა.
მატჩის ოქმი – ინგლისი 6:2 საქართველო
31 ოქტომბერი – ლიეტუვა V საქართველო




