„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი: „ხვიჩა ხელშეუხებელია“

0
42

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კომენტარი გააკეთა გასულ კვირაში გავრცელებული ჭორის თაობაზე, რომლის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიათი „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა.
„ამ ჭორების უკან აბსოლუტურად არაფერი დგას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხვიჩა 100% ხელშეუხებელია. ის ნამდვილად არ იყიდება“ – იუწყება ჟურნალისტ ფაბრიციო რომანონს ტვიტერი ჯუნტოლის სიტყვებს, რომელსაც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში დიდი წვლილი მიუძღვის.