ჩისკოს ხელმძღვანელობით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო.
მე-8 ტურში „ანორთოსისმა“ „დოქსას“ უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ფამაგუსტელთა განაცხადში ნახევარმცველი ავთო ებრალიძე არ იყო.
„დოქსას“ თადარიგში ქართველი გარემარბი რევაზ ინჯგია მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „ანორთოსისს“ 11 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.





