რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდს ჩამოაშორეს

0
24

კრიშტიანუ რონლდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდში ვარჯიში აუკრძალეს. „ტოტენჰემთან“ 2:0 მოგებული მატჩის დროს, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბოლო წუთებზე მოედანზე შეცვლაზე შესვლა იუარა. მან „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონი თამაშის დასრულებამდე ისე დატოვა, რომ თავისი გუნდის გასახდელში არ შესულა.
ამის გამო, „მანჩესტერმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ რონალდუ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩში განაცხადში არ იქნება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდის ვარჯიშზე გამოცხადდა, მაგრამ ინდივიდუალურად ივარჯიშა ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან ერთად.