„ასტონ ვილამ“ სტივენ ჯერარდი დაითხოვა

0
19

სტივენ ჯერარდი ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი ნაბიჯი ინგლისის პრენიერ ლიგის მე-12 ტურში „ფულემთან“ 0:3 წაგების შემდეგ მიიღეს.
„ჩვენ გვსურს სტივენს გაწეული მძიმე სამუშაოსთვის და თავდადებისთვის მადლობა გადავუხადოთ და მომავალში ყოველივე საუკეთესო  ვუსურვოთ“ – ნათქვამიას „ასტონ ვილას“ ოფიციალურ განცხადებაში.
ჯერარდი ბირმინგემელებს სათავეში 2021 წლის ნოემბერში ჩაუდგა. მანამდე, ის 2018-2021 წლებში შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში გუნდმა 11 მატჩში 9 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზეა.