დვალი გამოჯანმრთელდა და ითამაშა

0
57

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამოჯანმრთელდა და “აპოელში” ითამაშა. ის კვიპროსულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ პირველივე ტურში დაშავდა და იძულებით უქმობდა.
მე-7 ტურში “აპოელი” სტუმრად აუტსაიდერ “აკრიტასს” შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. დვალი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი ითამაშა. სტუმრებს საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად უკაპიტნა. “აპოელის” სასტარტოში დაბრუნდა ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.
“აპოელს” 12 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.