ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა. იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ნეაპოლელებმა „ბოლონია“ მიიღეს და მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მასპინძლების რიგებში ყველაზე აქტიური იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თავისუფლად შესაძლოა მივიჩნიოთ.
პირველ ტაიმში კვარაცხელიას გადაცემების შემდეგ, ნეაპოლელებს ანგარიშის გახსნის შანსი 3-ჯერ ჰქონდათ, თავდაპირველად ხვიჩამ ერთი შეხებით ბურთი საჯარიმოში რასპადორის შეაყოლა, რომელმაც კარს მცირე მანძილით ააცილა. მან ამის შემდეგ დროული პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ მარიო რუის მისცა, რომლის დარტყმის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა. კვარაცხელია ამით არ დაკაყოფილდა და მას შემდეგ რაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ერთ მცველს გაცდა ასისტენტობა პოლიტანს გაუწია, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
41-ე წუთზე მასპინძლების დაცვა „ჩავარდა“ და „ბოლონიას“ პირველივე შეტევა გოლით დაგვირგვინდა – თავი ზირკზემ გამოიჩინა -0:1. ტაიმის ბოლო წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და ბოლონიელი მცველების უხეირო თამაშის შემდეგ ბურთი ჟესუსს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გააათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში კვარაცხელია სტუმართა საჯარიმოში ორ მცველ გაექცა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში შექმნილი არეულიბით ლოსანომ ისარგებლა – 2:1.
51-ე წუთზე ბაროუმ შორი მანძილიდან დაარტყა და „ნაპოლის“ მეკარე მერეტის უხეში შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:2.
69-ე წუთზე კვარაცხელიამ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ოსიმხენი დატოვა, რომელმაც გაიტანა – 3:2. ხვიჩა არც ამის შემდეგ გაჩერებულა და მისი გადაცემის შემდეგ ზელინსკის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემდ მატჩის დროს ხელზე სახვევი ეკეთა, რომელზეც ეწერა: “მარიტა”.
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და 26 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს. საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიჯრით 10 შეხვედრაში გაიმარჯვა. კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





