ყაზაიშვილის მეორე საჩემპიონო ტიტული კარიერაში

0
42
포항스틸야드/ K리그1/ 파이널A/ 포항스틸러스 vs 울산현대축구단/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김재훈

ვაკო ყაზაიშვილი „ულსანის“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა. პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ულსანმა“ სტუმრად „კანვონდო“ 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „ულსანში“ ჩემპიონატში 36-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ყაზაიშვილი „ულსანში“ მეორე სეზონია გამოდის და შარშან ვერცხლის მედლები მოიპოვა. ცნობისთვის, მან 2016-2017 წლების სეზონში ვარშავის „ლეგიას“ შემადგენლობაში პოლონეთის ექსტრაკლასაში გაიმარჯვა.