“ლოკომოტივი” კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდა

0
51

თბილისის “ლოკომოტივი” კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ოფიციალურდ გავარდა. 30-ე ტურში გიორგი მინაშვილის გაწვრთნილი გუნდი “გაგრას” ესტუმრა, რომელსაც გაგა კირკიტაძე თავკაცობს და 0:2 წააგო.
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არებაზე” გამართული შეხვედრის პირველი ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე ანგარიში პენალტიდან ვასილ ხოსიტაშვილმა გახსნა. ერთი წუთის შემდეგ, იმავე ხოსიტაშვილის პასით გიორგი ქობულაძემ მეტოქის კარი მეორედ აიღო. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და 7 ქულით ბოლო ადგილზე მყოფი “ლოკო” დარჩენილ 6 ტურში 29 ქულით მე-9 პოზიციაზე მყოფ “გაგრას” ვეღარ დაეწევა.
წყალტუბოს “სამგურალმა” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. გიორგი მიქაძის შეგირდებმა “თელავს” უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მატჩის გმირი ირაკლი რუხაძე გახდა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში დუბლი შეასრულა. მან 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო 10 წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. რუხაძემ პირველი გოლი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც ჩოგბურთელი იყო. მან მარიტასადმი პატივისცემის ნიშნად ჩოგანი აღმართა.
“სამგურალმა” 48 ქულა მოაგროვა და ხვალამდე ვიდრე ტურის დარჩენილი თამაშები ჩატარდება, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გია ცეცაძის “თელავი” 31 ქულით მე-7 პოზიცაზეა.