წიტაიშვილის და კვეკვესკირის ქულა ისრაელში

0
22

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონდერენს ლიგის C ჯგუფში ქულა სტუმრად ბეერ შევას „ჰაპოელთან“ აიღო.
წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვეკვესკირი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.
ისრაელში ჩატარებული მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან ჰემედმა გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე შიმჩაკმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა და „ლეხი“ 5 ქულით მე-2 ადგილზეა. პირველ ადგილზე 12 ქულით „ვილიარეალია“, რომელმაც პარალელურად ჩატარებულ თამაშში სტუმრად ვენის „აუსტრია“ 1:0 დაამარცხა.
„ჰაპოელი“ 3 ქულით მესამეა, „აუსტრია“ კი 1 ქულით ბოლოა.