კიტეიშვილის პირველი სასტარტო და ფრე „ლაციოსთან“

0
27

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმში“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი სტუმრად რომში „ლაციოსთან“ ჩაატარა.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 58 წუთი დაჰყო და მაშინ შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
მასპინძლებიდან 45-ე წუთზე ანგარიში ჩური იმობილემ გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო იტალიელებს ლაძარი გაუძევეს, რომელმაც პირველი “ყვითელი” 27-ე წუთზე კიტეიშვილთან კამათისთვის მიიღო.
56-ე წუთზე ბოვინგმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 71-ე წუთზე პედრომ „ლაციო“ ისევ დააწინაურა. 83-ე წუთზე ბოვინგმა დუბლი შეასრულა და ავსტრიელებმა ქულა აიღეს, აქვე გეტყვით, რომ ტრავმი გამო კიტეიშვილმა როგორც ავსტრიის ბუნდესლიგაში, ასევე ევროპა ლიგაში მხოლოდ 3-3-ჯერ ითამაშა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში „ფეინოორდსა“ და „მიდტიულანდს“ შორის ასევე 2:2 დაფიქსირდა.
F ჯგუფში 4 ტურის შემდეგ, ოთხივე გუნდს 5 ქულა აქვს – პირველი ადგილზე როტერდამის „ფეინოორდია“, შემდედ დანიის „მიდტიულანდი“, „ლაციო“ და „შტურმი“ მოდიან.
H ჯგუფში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” უნგრეთში “ფერენცვაროშთან” დამარცხდა. მასპინძლების განაცხადში ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი არ იყო, ისევე როგორც სტუმრებისაში – საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი.