თბილისის „ლოკომოტივი 2“, რომელსაც ლაშა ჭაღიაშვილი წვრთნის, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
საქართველოს რანგით მეოთხე ლიგაში მოასპარეზე თბილისელებმა 1/4-ფინალში ლიგა 3-ის წარმომადგენელ ლანჩხუთის „გურიას“ უამსპინძლეს და 1:0 დაამარცხეს. „ლოკომოტივი 2“-დან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტიდან რევაზ ხინჩიაშვილმა გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „ლოკომოტივი 2“ ლიგა 4-ის ლიდერია და ერთი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების კარგი შანსი აქვს.





