„იუვენტუსის“ საშინელი სერია

0
35

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცუდად თამაშობს. H ჯგუფის მე-4 ტურში მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი ტურინელები სტუმრად ჰაიფას „მაკაბის’ შეხვდნენ და 0:2 წააგეს. მასპინძლებიდან მე-7 წუთზე ატზილიმ გახსნა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„იუვენტუსმა“ არსებობის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩიდან 3 პირველად წააგო. გარდა ამისა, ტურინელები ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ჯერ დამარცხდნენ. საერთო ჯამში, ალეგრის გუნდმა სეზონის 13 თამაშიდან 5 წააგო.
იმავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პსჟ-მ სახლში „ბენფიკას“ ვერ მოუგო – 1:1. პარიზელები 39-ე წუთზე მბაპემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 62-ე წუთზე ჟოაო მარიუმ ასევე თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებში მიკროტრავმის გამო ლიონელ მესის არ უთამაშია.
პსჟ 8 ქულით ჯგუფი ლიდერია, ხოლო „ბენფიკა“ ამდენივე ქულით მეორეა. „იუვენტუსი“ 3 ქულით მესამეა, „მაკაბისაც“ იმავე რაოდენობის ქულები აქვს და ბოლოა.