ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მე-4 ტურში „მილანმა“ ლონდონის „ჩელსი“ მიიღო და 0:2 წააგო. ინგლისელებიდან 21-ე წუთზე ანგარიში ჟორჟინიომ პენალტიდან გახსნა. ამ ეპიზოდში ტომორიმ საჯარიმოში მაუნტი წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. იტალიის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველმა ჟორჟინიომ „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 200 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა, მათ შორის 26 თერთმეტმეტრიანიდან. 34-ე წუთზე ობამეიანგმა მილანელთა კარი მეორედ აიღო. ახალი მთავარი მწვრთნელის გრემ პოტერის ხელმძღვანელობით ლონდონელებმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
E ჯგუფის მეორე მეორე შეხვედრაში ზაგრების „დინამომ“ „ზალცბურგი“ მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. სტუმრები მე-12 წუთზე სეივალდმა დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე ლუბიჩიჩმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
„ჩელსის“ 7 ქულა აქვს და ჯგუფში გალიდერდა, ხოლო „ზალცბურგი“ 6 ქულით მეორეა. „მილანი“ და „დინამო“ 4-4 ქულით შესაბამისად მე-3 და მე-4 პოზიციაზე არიან.





