თბილისის “დინამო” მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისელება მათუმის “დინამო” მიიღეს და მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს, რომელმაც გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გუნდს პირველად უხელმძღვანელა, დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი გაუკეეთეს.
განვლილი შეხვედრა იმითაც გამოირჩა, რომე ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველად რევერის ვიდეოასისნტენტის სისტემა (VAR) გამოიყენეს.
პირველმა ტაიმმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა და დასამახსოვრებელი მხოლოდ მარჯვნიდან ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფი ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონის შეუჩერებელი დარტყმა იყო.
მეორე ნახევარში პირველი რეალური ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მამუჩაშვილმა საჯარიმოდან ძლიერად დაარტყა და ლუკა კუტაალძემ ნახტომში ბურთი მოიგერია. ამას მარჯვენა ფლანგიდან მილან რადინის შეჭრა და ზუსტი პასი მიჰყვა ჯაბა ჯიღაურის მიამრთულებით, რომელმაც ახლო მანძილიდან ძალიან უხეიროდ დაარტყა.
“დინამომ” მეტოქეს გიორგი მოისწრაფიშვილის კარგი გადაცემით და ხელსაყრელი პოზიციიდან დავით სხირტლაძის აცილება მოჰყვა. თბილისელებმა კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელეს და ნიკა მალის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ სტუმართა კარის წინ მდგომი გვინეელი უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც 100-პროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.
68-ე წუთზე მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბათუმელთა საჯარიმოში სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც თავურით ანგარიში გახსნა. 79-ე წუთზე განელი ოსეი ბარნსი სანდრო ალთუნაშვილს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, წითელი ბარათი აჩვენა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაბრიელ სიგუა სტუმართა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა და ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა და ვიდრე მატჩს დაასრულებდა, ცოტა ხნით ადრე მათე ვაწაძემ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. თბილისელებმა 63 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები 61 ქულით მეორე ადგილზე არიან.





