„ტორპედოს“ წაუგებელი სერია „ელვამ“ შეწყვიტა

0
21

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ ზედიზედ 9-მატჩიანი წაუგებელი (8 გამარჯვება და 1 ფრე) 29-ე ტურში გორში ადგილობრივ „დილასთან“ დაპირისპირებაში შეწყდა. აქვე ვთქვა, რომ მასპინძლების გამარჯვება ფორვარდ თორნიკე კაპანაძის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში „ტორპედოში“ გამოდიოდა.
მატჩი „დილას“ უპირატესობით დაიწყო და ლოგოკურიცაა, რომ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდები დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე ბარბადოსელი გეილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი თორნიკე კაპანაძეს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა – 1:0. 22-ე წუთზე გეილი მარცხენა ფრთაზე ორ მოწინააღმდეგეს გაექცა და პასი ბრაზილიელ ვიქტორს მისცა, რომლის დარტყმულს მცველი გადაეფარა, მაგრამ ბურთი ისევ მას მიუვიდა, რასაც კაპანაძის მისამართით გადაცემა მოჰყვა, „ელვამ“ კი დუბლი მიითვალა – 2:0.
23-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში მყოფი გიორგი ქიმაძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და კართან არცთუ შორს მყოფმა გიორგი არაბიძემ დაამატა – 1:2.
25-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ წინ გამოსული დანილო კენევცევი არ შეხებია, მაინც წაიქცა პ მთავარი მსაჯი ჯენერი ხორავა აშკარად შეცდა და უკრაინელი გოლკიპერი უსაფუძვლოდ გააძევა.
მეორე ტაიმის შუაწელში გორელებს კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლოთ, როდესაც გეილი ერთ ქუთაისელ ფეხბურთელს გაცდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ ნახტომში „ტორპედო“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და კახა ჩხეტიანის გუნდმა 25 ივნისის შემდეგ პირველად წააგო. “დილამ” 46 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრლში მე-3 პოზიციაზე დაბრუნდა, ხოლო “ტორპედო” 44 ქულით მეოთხეა.