ფეხბურთში ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა კვირას 9 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება და თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა.
I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი
II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.
III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია.
V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.
VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.
სომხეთი/აზერბაიჯანი, ბელარუსი/უკრაინა, გიბრალტარი/ესპანეთი, კოსოვო/ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო/სერბეთი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ანდორა, ლიხტანშტაინი და სან მარინო აუცილებლად 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან (H-J).
53 ეროვნული გუნდი 10 კალათაში გადანაწილდება. 7 ჯგუფი 5-გუნდიანი იქნება, ხოლო 3 – 6-გუნდიანი. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. მათ ერთა ლიგის A, B და C ლიგის მომგები ნაკრებები დაემატებიან. გერმანია როგორც ტურნირის მასპინძელი ევროპის პირველობაზე ავტომატურადაა დაშვებული.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი
I ტური: 23-25 მარტი, 2023 წელი.
II ტური: 26-28 მარტი, 2023 წელი.
III ტური: 16-17 ივნისი, 2023 წელი.
IV ტური: 19-20 ივნისი, 2023 წელი.
V ტური: 7-9 სექტემბერი, 2023 წელი.
VI ტური: 10-12 სექტემბერი, 2023 წელი.
VII ტური: 12-14 ოქტომბერი, 2023 წელი.
VIII ტური: 15-17 ოქტომბერი, 2023 წელი.
IX ტური: 16-18 ნოემბერი, 2023 წელი.
X ტური: 19-21 ნოემბერი, 2023 წელი
ევრო 2024-ს მატჩები გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება – ბერლინი, ჰამბურგი, ლაიფციგი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, გელზენკირხენი, კიოლნი, ფრანკფურტი, მიუნხენი და შტუტგარტი.
ევროპის პირველობი გახსნის შეხვედრა 14 ივნისს მიუნხენში “ალიანც არენაზე” შედგება, ხოლო ფინალი – 14 ივლისს ბერლინში “ოლიმპიაშტადიონზე”.
აქვე გეტყვით, რომ ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალი, რომელშიც საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს 2024 წლის 21 მარტს შედგება, ხოლო ფინალი 26 მარტს.





