გიორგი ლორიას ტრავმა, რომელიც მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაში გიბრალტართან შეხვედრაში მიიღო სერიოზული არ აღმოჩნდა და მან კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ითამაშა. ფამაგუსტელები ლარნაკას აეკს ესტუმრნენ და მასპინძლებმა ლორიას, რომელმაც გუნდი კაპიტნის საკმლაურით გაიყვანა 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ავთო ებრალიძე „ანორთოსისის“ სასტარტოში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. ფამაგუსტელები 7 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე არიან.
აპოელმა. რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი ირიცხება შინ აელ-ს ვერ აჯობა – 0:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა, ხოლო მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. აპოელი 8 ქულით მე-5 პოზიციაზეა,





